მედიცინა -ეს ის პროფესიაა, რომელიც ადამიანის არსებობას, ჯანსაღ არსებობას განაპირობებს, ამ სფეროს წარმომადგენლები თავისი პროფესიონალიზმით ისედაც უტოლდებიან გმირებს, მაგრამ არიან ქვეყანაზე ადამიანები, რომელთა ცხოვრება ხდება სამაგალითო და სცდება წარმოსახვას. სწორედ ასეთი მაგალითის შესახებ მოგითხრობთ დღეს.იოსებ ჟორდანია ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი დაიბადა 1895 წლის 15 მაიის ქ. გორში. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში პეტროგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემია დაამთავრა, რასაც შემდგომ რამდენიმე წარმატება მოჰყვა. 1939 წლიდან განაგებდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მეან-გინეკოლოგიის კათედრას, შემდგომ დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად, ამას მოჰყვა მოსკოვის დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის გამგეობა და ა.შ. თბილისს 1958 წელს დაუბრუნდა უკვე დიდი ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი და სათავეში ჩაუდგა ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის მისივე დაარსებულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. იოსებ ჟორდანაის სამეცნიერო კვლევები ეძღვნება სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკას და მკურნალობას. მისი მიღწევები და მიგნებები ბევრ ადამიანს დაეხმარა სრულფასოვანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ცნობილია, რომ მადლიერი დედების დიდი ნაწილი მის საპატივცემულოდ არქმევდნენ ახალშობილებს მკურნალი ექიმის სახელს. ინსტიტუტის ფუნქციონირება ქვეყნისთვი მნიშვნელოვან საკითხად იქცა.თბილისს ახლახანს ესტუმრნენ ამ ბუმბერაზი პიროვნების შვილიშვილები ოჯახებთან ერთად და მოინახულეს ბაბუის დანატოვარი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, გაგვიზიარეს თავიანთი შათაბეჭდილებები, ემოციები და სურვილები.იოსებ ჟორდანიას მიერ დაწყებული ნოვატორული საქმე თანდათან იდგავდა ფესვებს ჩვენს ქვეყანაში. ბატონი არჩილ ხომასურიძე 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს. უზასზღვროდ დიდია მისი წვლილი იოსებ ჟორდანიას მიერ დაწყებული საქმის შემდგომი სრულყოფის თვალსაზრისით. თუმცა დრომ და სხვადასხვა მოვლენებმა როგორც მთლიან ქვეყანაზე ისე მედიციანეზეც იქონია გავლენა და ამა თუ იმ მიზეზით დაწესებულება დაიშალა, თუმცა ჟორდანიას მიერ დაწყებული საქმე გაგრძელდა.მით უფრო რომ არა მხოლოდ სამედიცინო მიღწევებია იოსებ ჟორდანიას ამ ქვეყნად სადიდებელი მიზეზი, მისი გარდაცვალება იქცა ლეგენდად, რომლის შესახებ თავის დროზეც ბევრი დაიწერა და ითქვა:20 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავის ატასტროფის გამო, რიო-დე-ჟანეიროსთან რომელიც ოკეანეში ჩავარდა. ცეცხლის მიუხედავად ყველა მგზავრის გადარჩენა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, რადგან თვითმფრინავი 30 წუთის განმავლობაში წყალზე ტივტივებდა. გარდაცვლილთა შორის იყო სამედიცინო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად წასული საბჟოთა მეცნიერი, იოსებ ჟორდანიაც.როგორც შემდგომ წერდნენ კატასტროფის დროს მან საკუთარი სამაშველო რგოლი გადასცა უცხო პატარა გოგონას, თვითონ კი იმის გამო რომ ცურვა არ იცოდა დაიღუპა.მისი სიცოცხლე ემსახურებოდა ახალი სიცოცხლის ხელშეწყობას და სიკვდილითაც სამაგალითო საქციელით უკვდავყო თავისი სახელი. მისმა შთამომავლებმა დიდუბის პანთეონში დაკრძალული გმირი ბაბუის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.