მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. სხდომაზე ბრალდებულის უფლებადამცველებმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს, რაც ადვოკატის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმროთი შეცვლის საფუძველი უნდა გამხდარიყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდების მხარე. ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს.საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი - 3 000 აშშ დოლარი - მოითხოვა.
იხილეთ: ოთარ აბესაძის ემოციური შეხვედრა ახლობლებთან - რა ხდებოდა სასამართლოში მისი გათავისუფლების შემდეგ?