ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მადონა სიმღერაზე Crave გადაღებულ კლიპს ავრცელებს. კომპოზიცია ჰიპ ჰოპ არტისტ Swae Lee-სთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება.