ტელეკომპანია "მაესტროს" სადავო ლოგო - სასამართლომ გია გაჩეჩილაძის სარჩელი დააკმაყოფილა და ილია კიკაბიძეს "მაესტროს" ლოგო ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მიიღო, რომლის თანახმად ბათილად იქნა ცნობილი სტუდია "მაესტროსა" და ტელეკომპანია „მაესტროს“ შორის გაფორმებული ხელშკრულება, რომლითაც "მაესტროს" ლოგო ილია კიკაბიძის კომპანიას უსასყიდლოდ გადაეცა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი პარტნიორთა კრების ის ოქმი, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოწონებული იქნა. როგორც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, შპს "სტუდია მაესტროს" იმჟამინდელი დირექტორი ბაია გადაბაძე არ არის უფლებამოსილი სხვა პირისთვის გადაეცა თუნდაც უსასყიდლოდ ტელეკომპანიის აქტივი, ისე რომ არ ყოფილიყვნენ აქციონერები და პარტნიორები ამ გარიგების საქმის კურსში. ილია კიკაბიძე სასამარტლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. რაც შეეხება გია გაჩეჩილაძის მხარეს, ისინი კმაყოფილნი არიან.