"ნათლია", იტალიური წარმოშობის ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, მარიო პიუზოს კრიმინალური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1969 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისურ ენაზე გამოიცა და გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველის ყურადღება, წიგნი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაში, რომანი, 67 კვირის განმავლობაში იყო და გაიყიდა მისი 9 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი, 2 წლის განმავლობაში.წიგნის სიუჟეტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1945 დან 1955 წლების ჩათვლით ვითარდება . ნაწარმოები დეტალურად აღწერს ნიუ იორკში მცხოვრები, მაფიოზური ოჯახის ისტორიას, რომელსაც დონ ვიტო კორლეონე ხელმძღვანელობს. მაფიის ხელმძღვანელი ათხოვებს ქალიშვილს, იმავე დროს მისი ვაჟი მაიკლი მეორე მსოფლიო ომიდან ბრუნდება, რომელიც ომის გმირი და ოჯახის სიამაყეა, თუმცა არ სურს მაფიის სამეებში ჩარევა. დონ კორლეონე, ტრადიციების ერთგული და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია რაც ხელს არ აძლევს სხვა მაფიის წარმომადგენლებს , ამ უთნახმოების საფუძველზე წამოწყებული მტრობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება. მოწინააღმდეგეები თავს ესხმიან კორლეონეს, რომელიც გადარჩება, თუმცა იძულებული ხდება დროებით საქმეებს ჩამოშორდეს. ოჯახის გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ მისი ვაჟი მაიკლი თავის თავზე იღებს ოჯახის მართვას.