უვადო პატიმრობა მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელს - სასამართლოს ვერდიქტი არ შეიცვლება. მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პალიტრანიუსს ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ.