მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული "შუამთობა" გაიმართა. შუამთობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. მოწვეულ სტუმრებს "შუამთობა", მამაუკა ბახტაძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც მიულოცა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სიტყვით გამოსვლის დროს მამუკა ბახტაძემ საქართველოსთვის მთის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა. შუამთობის დღესასწაულზე დოღი ჩატარდა და ფალავანი გამოვლინდა. ასევე, გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.