რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე ისევ არსებობს. შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ქალაქ მაგნიტოგორკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ნგრევის შედეგად დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. წინასწარი ვერსიით, აფეთქება 10 სართულიან შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის ერთ ნაწილი ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.