გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდების შედეგებს გამოეხმაურა. ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ერთ-ერთმა მაყურებელმა, აღნიშნულ თემაზე საუბრისას მასწავლებელთა დაბალ კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც მაია მიმინოშვილმა უპასუხა, რომ პედაგოგთა კვალიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არა ერთადერთი. მიმინოშვილის თქმით, საქართველოში ბევრი მაღალკვალიფიციური პედაგოგია, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს იმ გარემოებებთან მიმართებით, რაც მასწავლებელს საშუალებას უნდა აძლევდეს, ცოდნის გაზიარებასა და საკუთარი შესაძლებლობების კარგად გამოყენებაში. ”საქართველოში ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ მასწავლებელს აქვს ყველა ის პირობა რომ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოიყენოს სრულად, რათა მოსწავლეებს გადასცეს ცოდნა? სანამ მასწავლებლის კვალიფიკაციაზე ვისაუბრებთ, მანამდე უნდა ვიოსაუბროთ თუ როგორია განათლების სისტემა, რა არის მიზანი სასკოლო განთლების და ამ მიზანს ემსდახურება თუ არა ის სისტემა, რომელიც გვაქვს სასკოლო განათლების საფეხურზე. რათქმაუნდა მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. მნიშვნელოვანი საკითხია სახელმძღვანელობი, რომელთა ხარისხი არც მშობლებს მოსწონთ და არც მასწავლებლებს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო რესურსები და სკოლის ინფრასტრუქტურა, ბავშვის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა. ერთ-ერთი ფაქტორი არის მასწავლებლის კვალიფიკაციაც, მაგრამ არა ეთადერთი. ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მოსწავლეა - ზარმაცობს და არ სწავლობს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოსწავლე დავაინტერესოთ და მივცეთ საჭირო ცოდნა, რაც აუცილებელია”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.შეგახსენებთ, რომ წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 48 434 მოსწავლე დარეგისტრირდა, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 47 063 მოსწავლემ მიიღო მათგან გამოცდა 34 260 მოსწავლემ ჩააბარა, ხოლო 12 803 მოსწავლემ საატესტატო გამოცდები წარმატებით ვერ გაიარა.