პროკურატურა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ამ ეტაპზე არ აპირებს, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც გუმბერიძემ განმარტა, პროკურატურა არ არის თანახმა საპროცესო შეთანხმება იმ პირობებით გაფორმდეს რა პირობებსაც სახელმწიფო ბრალდებას დაცვის მხარე სთავაზობს. მისივე თქმით, თუ დაიწყება დაზარალებულების დაკმაყოფილება და მშენებლობები განახლდება, ამ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.