ვიცე პრემიერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ საარბიტრაჯო პროცესი ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიების პროცესს შეაფერხებს. ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეს უკვე არბიტრაჟი განიხილავს, დამატებით კომენტარებს ამ საკითხზე არ გააკეთებს