ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აგორებულ აჟიოტაჟს ეხმაურება.
მინისტრის თქმით ლაბორატორია ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვას და ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ რუსულ ნარატივს. როგორც მაია ცქიტიშვილი აცხადებს, საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ლუგარის ცენტრი ყველასთვის ღია და რომ არა ლუგარის ლაბორატორია საქართველო ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული კორონავირუსთან ბრძოლაში როგორიც დღეს არის.