მაიკ პენსი რუსეთის მხრიდან კიბერთავადასხმების ასაცილებლად სპეციალური უწყების შექმნის ინიციატივით გამოვიდა-ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიუ-იორკში კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სააგენტი, რომელიც ფაქტების არსებობის შემთხვევაში გამოიძიებს და ხელს შეუშლის. "ვიცით, რომ რუსეთი 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ეს დასკვნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის გამოძიების შედეგად გამოვიტანეთ" - განაცხადა მაიკ პენსმა.