ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად აშშ-ს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკულ PBS-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ თურქეთს თავდასხმის განხორციელების ნება დართო, "მხოლოდ სიცრუეა".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია და რომ მას ტერორისტებისგან საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და "სირიის ეროვნულმა არმიამ" სირიაში სამხედრო ოპერაცია - "მშვიდობის გაზაფხული" დაიწყეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მათი მიზანი "ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა".
მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის გამო რამდენიმე დღის წინ აშშ-მ თურქეთ-სირიის საზღვრებიდან საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანა