აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სირიაში რუსეთის, ირანის, „ჰეზბოლასა“ და ასადის რეჟიმის „ბარბაროსულ ქმედებებს“ გმობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„აშშ გმობს სირიაში სხვადასხვა მხარის მიერ განხორციელებულ „სასტიკ ქმედებებს“ რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის დამყარების პროცესს აფერხებენ. რუსეთის, ირანის, „ჰეზბოლას“ და ასადის რეჟიმის სასტიკი ქმედებები ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას ჩრდილოეთ სირიაში,” - წერს სახელმწიფო მდივანი.
აღსანისნავია, რომ ამ დროისათვის სირიის სამთავრობო ძალები, რუსული ავიაციის დახმარებით ქვეყანაში მეამბოხეთა უკანასკნელი გამაგრების ადგილს, იდლიბს უტევენ.