აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა, იმუშავოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად და არსებით მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.
მანამდე მხარეებს ძალადობის შეწყვეტისა და პირდაპირი კომუნიკაციისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოუწოდა.