წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.3% შეადგინა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, 2017 წლის მაისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.