ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არც ახალი პაციენტი მიუღია და არც გამოჯანმრთელებული პაციენტი გაუწერია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებს კლინიკაში ყველაზე ხანგრძლივად დაახლოებით 42-43 დღის განმავლობაშიც მკურნალობდნენ. თუმცა, სოლოღაშვილის თქმით, შეიძლება ეს მონაცემი გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოში მყოფ კოვიდ-19-ის მქონე 32 პაციენტშიც არიან ისეთები, რომლებიც კლინიკაში დიდი ხანია მკურნალობენ.