პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს აანონსებს. აღნიშნული განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ აქციას სოლიდარობის მიზნით შეუერთდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ევროპაშიც. გარდაცვლილის მამის თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად საქმე ობიექტურად გამოძიებული არ არის. იგი მოითხოვს როგორც სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, ისე სპეცოპერაციაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.