დედაქალაქის მერია დღეიდან პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს. დედაქალაქის მერის განცხადებით პარლამენტის წინ დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, იწარმოებს გამწვანების სამუშაოები. ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის საპროტესტო შინაარსის ბანერები და კარავი პარლამენტის წინ თვეების განმავლობაში იყო განთავსებული. მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მან რუსთაველის გამზირზე კარავი ვერ გაშალოს, თუმცა ეს შეზღუდვები მას ხელს ვერ შეუშლის.