საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არშეშვებაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. მდინარაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული. მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლმენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რომ შევიდნენ, მეტი შანსია, რომ პროვოკაციაზე წავიდნენ.
თავის მხრივ პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს, რა დოზითაა ამ ადამიანის კავშირი იმასთან, რასაც ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა ჰქვია.