მალტის პრემიერ-მინისტრმა ჟოზეფ მუსკატმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იგი ახალი წლიდან დატოვებს პრემიერის პოსტს. აღნიშნული გადაწყვეტილება მუსკატმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების და მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო მიიღო.
მოსახლეობის ნაწილი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე სამართლიან გამოძიებას ითხოვდა. ჟურნალისტი 2017 წელს ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა, მაშინ როდესაც მალტის პოლიტიკურ ელიტასა და ბიზნესსექტორს შორის კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტი მოკლეს და მისი მკვლელობის საქმეს სათანადოდ არ იძიებენ.
შეგახსენებთ, ჟოზეფ მუსკატი მატლის პრემიერის პოსტს 6 წელია იკავებს.