დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემას თავს არ არიდებს, ბრალდებული ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, რისი დაკმაყოფილების შემდეგაც ის საგამოძიებო უწყებას ჩვენებას მიცემას. ეს განცხადება დეკანოზის ადვოკატებმა მატროსოვის ციხესთან გააკეთეს, სადაც მათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთხელ მოინახულეს. მამალაძის უფლებადამცველები პროკურატურის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის ტანახმადაც დეკანოზი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. მათი თქმით, პროკურატურის პოზიცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მამა გიორგის მიერ მიცემული ჩვენების რაოდენობაც ადასტურებს. ადვოკატები ამბობენ რომ მამალაძის დაკითხვა გაგრძელდება მაშინ, როცა პროკურატურა მათ პასუხს გასცემს კითხვაზე, აპირებენ თუ არა დაკავებულის ოჯახისთვის დაცვის უზრუნველყოფას. დეკანოზმა გუშინ დაკითხვაზე მისული პროკურორები დაწყევლა. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს თვითონ უთხრა. დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
იხილეთ:
"მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა" - პროკურორი ჯარჯი წიკლაური