მამა მიქაელ ბოტკოველი შესაძლოა დაბრუნდეს, ეს ჩვენი თხოვნა იყო, - ამის შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, დღეს დილით არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა წასვლის შესახებ "ემოციური განცხადება გააკეთა". მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ საღამოს განაცხადა.
იხილეთ:"თვითონ არის მატყუარა და თვალთმაქცი" - მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა