ბრიტანელმა სოციოლოგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ საშუალო სტატისტიკური ინგლისელი დედა დღის განმავლობაში 42 საქმეს აკეთებს. სიაში შედის სახლის დალაგება, საკვების მომზადება და ტანსაცმლის გარეცხვა. პრინციპში, ამის გაკეთებაც შეიძლება დღეში რამდენჯერმე.
ამ საქმეების ნახევარს მაინც დედების უმრავლესობა დილასვე აკეთებს და ბევრი მათგანი დილის 9 საათისთვის, როცა ხშირად მათ შვილებს ჯერ კიდევ სძინავთ, უკვე ამთავრებს საქმეების დიდ ნაწილს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ დაახლოებით სადილობის დროისთვის უკვე დაღლილი და ძალაგამოცლილია. თუმცა მორიგი საქმეების გროვა სწორედ ამ პერიოდის შემდეგ იწყება.
ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ დედების გარკვეულ ნაწილს თავად დაჰყავს ბავშვები სკოლაში ან -ბაღში დაეხმარება გაკვეთილების მომზადებაში., 42-ზე გაცილებით დიდ ციფრს მივიღებთ. მკვლევრებმა ისიც გაარკვიეს, რომ მენიუს შედგენასა და საკვების მომზადებას დიასახლისები კვირაში 14 საათამდე ანდომებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ,მაგრამ დედების უმრავლესობა მიუხედავად საქმეების მომატებისა, სასწავლო წლის დაწყებას მაინც სიხარულით ხვდებიან.