მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ექსპერტიზა უტარდება. უწყების ცნობით, შემთხვევის შემდეგ პოლიცია მოზარდს მცირე ხნით გაესაუბრა, რა დროსაც მან თავდასხმის გარკვეული დეტალები მოყვა.ბავშვის ახლობლების ინფორმაციით მამაკაცს, რომელიც ლიფტში ბავსშვს თავს დაესხა, ფსიქიური აშლილობა ახასიათებდა. ამ ეტაპზე სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.მედიკოსების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში ტვინის შერყევის დიაგნოზით განაგრძობს.
იხილეთ: