მადრიდის სასამართლომ სალვადორ დალის ექსგუმაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროცედურა მამობის ტესტის დასადგენად უნდა ჩატარდეს. როგორც ცნობილი გახდა, 1956 წელს დაბადებული, ესპანეთის მოქალაქე მარია პილარ აბელ მარტინესი აცხადებს, რომ ის ლეგენდარული მხატვრის შვილია. სასამართლომ გადაწყვეტილება იმ მიზეზის გამო მიიღო, რომ სალვადორ დალის დნმ-ის შემცველი არც ერთი ნივთი აღარ არსებობს, რაც ექსპერტებს ანალიზის ჩასატარებლად და იდენტიფიკაციისთვის დაეხმარებოდა.