ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშუი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობასა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო.
ასევე, ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.