იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში ან გაიცეს წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის წინაშე მოქალაქეები 2007 წლის შემდეგ დადგნენ, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პროცენტებზე ე.წ. ზედა ზღვარი მოიხსნა.როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, ვალების განულებით მთავრობა ცდილობს, დაძლიოს ის პრობლემა, რომელიც 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა.