საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, "საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს". ამის შესახებ მან ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ნატო-საქართველოს სწავლება. მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტუმრობა საქართველოსადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია