უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური, უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიიდგომას იზიარებს.