მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. როგორც „ლელოს“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, დაწყებულია მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრების პროცესი, რაც დამთავრდება ეკონომიკური კრიზისით, რომელზეც „ქართული ოცნება“ და მისი მენეჯმენტია პასუხისმგებელი.
ხაზარაძის თქმით, ლელომ ხელისუფლებას რამდენიმე ფორმულა შესთავაზა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვიდოდა.