"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაგეგმილია ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება. ხაზარაძე და ჯაფარიძე უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.
"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით". - განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.