საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დაფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ქართულ ოცნებას" დაპირების შესრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გადაწყვეტილებას მალე არ მიიღებენ არსებული ვითარება ცუდად დასრულდება, როგორც მთავრობისთვის, ისე ქვეყნისთვის. მან ასევე დეპუტატების ვერ შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყანას და გამოსავლის ძიებას თუ როგორ შეინარჩუნოს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება.