საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" მხარი თავადაც დაუჭირა, იმ იმედით, რომ რაღაც წინ წავიდოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამ პარტიამ არა მხოლოდ ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრიჭიც ამოწია. მამუკა ხაზარაძე მზადაა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატებშიც ისაუბროს.
მან ისაუბრა ქვეყნის საგარეო ვალსა და მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში ქვეყნის ვალი 2.5%-ით არის გაზრდილი. მან საქართველოს ეკონომიკა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკასაც შეადარა და აღნიშნა, რომ სომხეთის ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა 20 პროცენტით, ლარი კი 70 პროცენტით.