საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, გორის იზოლატორთან "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა.
"ლელოს" ახალი წევრების თორმეტკაციანი სიის სათავეში მყოფი გიორგი ბუნტური 18 ნოემბერს, თბილისში, აქციის დაშლისას დააკავეს. ბუნტურს ადმინისტრაციული წესით ხუთდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და შსს-ს გორის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ხაზარაძის განცმარტებით, "ლელოს" ახალი წევრების გორის პოლიციასთან წარდგენის გადაწყვეტილება სწორედ ბუნტურის მხარდასაჭერად გადაწყდა.