"ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა. ლელოს" ახალი წევრები არიან: ბიზნესმენი კახა ხაზარაძე; განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი ნატალია ბარათელი; რესტორატორი, სომელიე და კომპანია „გასტრონავტის“ დაფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი; კომპანია „კა-დე-ვე“ ჯორჯიას გენერალური დირექტორი ვაჟა სამადბეგიშვილი; პოეტი, მხატვარი და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მარგიანი; შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ თავაძე; ბიზნესმენი ალექსანდრე რატიშვილი; ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ლევან ლომთაძე; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბიჭიაშვილი; ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიორგი მჭედლიშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი კუცია და სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული მარიამ აფრასიძე.
ამ დროისთვის ორგანიზაციის 48 წევრია წარდგენილი.