კორონავირუსით ინფიცირებულ „ლელოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს პნევმონია აქვს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პაციენტს ასევე მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, ის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.