"ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ამომრჩეველს პარტიის ეკონომიკური განვითარების გეგმა გააცნეს. გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია და გადავადება. ამავდროულად, ლარის გაჯანსაღებისთვის „ლელომ“ ამომრჩეველს ე.წ. დერეფნის განსაზღვრა შესთავაზა.
პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული გეგმით მუშაობა. მან მმართველი გუნდის ლიდერები კიდევ ერთხელ გამოიწვია დებატებში.
ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ეკონომიკა კრიზისშია და ლარის კურსი სასწრაფოდ გასაჩერებელია. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შექმნილი რეალობა არის გაჭირვებული, უპერსპექტივო მოქალაქეები და სასოწარკვეთილი ადამიანები.