საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებათა შესაბამისობაზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, 24 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამავე საქმეზეა ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.