მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.