ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო თანამდებობების განაწილების საკითხზე გადაწყვეტილებას მათივე ქცევებიდან გამომდინარე მიიღებენ.
როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განაცხადა, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ისევ მაგიდებზე ახტება, ჟურნალისტების ნაწილს ცუდად გამოიყენებს და კვლავ რადიკალიზაციაზე იქნება გადასული, მასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია.