უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს შესაბამის გეგმას, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ეკონომიკის სტიმულირება და მოსახლეობის დახმარება.
მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმებს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, მაგრამ საუბრობენ იმისთვის, რომ გარკვეული სეგმენტის გული მოიგონ.