საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი არჩევის შემთხვევაში მანანა კობახიძე პირობას დებს რომ დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ტესტით განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას. დეპუტატმა პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა, და აღნიშნა რომ ის იქნება მიუკერძოებელი მოსამართლე და გადაწყვეტილებები გამოვა მხოლოდ საქმეში არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად. საპარლამენტო ოპოზიცია ეჭვობს, რომ მანანა კობახიძე დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიერ მიღებულ კანონებზე მოუწევს მსჯელობა.რაც შეეხება მესამე სექტორის კრიტიკას, სადაც ისინი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ, კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება და იგი უკვე ოფიციალურად გახდება მოსამართლე, ყოველგვარ კავშირს წყვეტს კანონმდებლებთან.ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, მანანა კობახიძის წარდგენას მოსამართლის თანამდებობაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებს უწოდებს და ვარაუდობს, რომ ის უმრავლესობის მხარდაჭერასაც მოიპოვებს.