მანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. მისი მიღება ზამთარში ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებებზე, ამ ხილს აქვს უნარი გაზარდოს მადა და გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და ავადმყოფი ადამიანებისათვის.