იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი ჩინეთის ეროვნული ნაკრებიდან წავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 71 წლის სპეციალისტმა სირიასთან წაგებული (1:2) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ მიიღო. იტალიელმა ჩინეთის ეროვნული ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ ჩინეთმა 37 მატჩი ჩაატარა და აქედან 16 მოიგო, 12 წააგო და 9 მატჩი ფრედ დაასრულა. აზიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩინეთი 7 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სირიას ხუთი ქულით ჩამორჩება.