ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"ჩვენ გადავდივართ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ფინალურ ფაზაზე. მოხარული ვარ, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა ჩვენს განზარხვას, შევასრულოთ დაპირება რაც შეიძლება მალე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს კეთდება საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან დასაახლოებლად, როგორც მობილურობის, ისე პოლიტიკური გზის მხრივ", - განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებლმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მარია გაბრიელმა.