09:44
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მარია ზახაროვა - მაკრონის სიტყვები "ნატო-ს ტვინის სიკვდილის" შესახებ, ოქროს სიტყვებია, ის ზუსტად ასახავს ალიანსის მდგომარეობას
08-11-2019

რუსეთი მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებს "ნატო-ს ტვინის სიკვდილის" თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ემანუელ მაკრონმა "ოქროს სიტყვები" წარმოთქვა.

"ეს ოქროს სიტყვებია. ზუსტად ასახავს ნატო-ს ამჟამინდელ მდგომარეობას. თუმცა, აქ საკითხავია კონკრეტულად როგორ აპირებს ევროპა საკუთარი ბედის გაკონტროლებას? წინა საუკუნეებში გაუთავებელმა ომებმა ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია გამოიწვია. ეს ევროპას დაეხმარა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში, თუმცა ამ ყველაფერმა ის იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა",- წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, The Economist-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფსკრულის პირასაა და ყურადღება კონტინენტის თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა.

AutoPlay
ბენიამინ ნეთანიაჰუ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად" აფასებს
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
სასამართლო ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: ოპოზიციის ტაქტიკა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
დაკავების კადრები: "ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე მოძრაობა "შეცვალეს" 4 წევრი დააკავეს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები