CNN კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის მეთოდებით დაინტერესდა. გადაცემა Quest Means Business-ში ჩართვისას მარიამ ქვრივიშვილმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ტურიზმის გახსნის მიმართულებით გადაიდგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო ზონების, უსაფრთხოების ზომების, რეგულაციების, კერძო სექტორის ჩართულობის და პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში საქართველოს ერთ-ერთ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელებაზე ისაუბრა.
ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საზღვრების ფრთხილ, ეტაპობრივ გახსნას და უსაფრთხოების დაცვას, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.