საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.